აფხაზი მხატვრის, ნიკა ემუხვარის პერსონალური გამოფენა

18.06.2022 01:48

სიღნაღის მუზეუმი აფხაზი მხატვრის, ნიკა ემუხვარის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიცია სახელწოდებით „სარა ბარა ბზია ბზბოიტ - მე შენ მიყვარხარ“ სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დღეს გაიხსნა.

ახალგაზრდა მხატვარს აბსტრაქტული ჟანრის 30 ფერწერული ნამუშევარი აქვს წარმოდგენილი, მათი შექმნის კონცეფცია სიყვარულის თემას ეფუძნება. მხატვრის თქმით, აღნიშნული გამოფენა ასევე ეხმიანება აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებს. პირველ დამთვალიერებელს და სკოლის ასაკის ბავშვებს ხელოვანმა მასტერკლასიც ჩაუტარა. საქართველოს კულტურის სამინისტროს, ასევე, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენა 31 ივლისამდე გაგრძელდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania