სტუმრები - თიკო ჩიჩუა, იაგო ფასანძე და მანუჩარ ჩილაჩავა

06/19/2018
Radio Atinati-ის მიერ

რადიო „ათინათის“ ეთერში ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს, რომელიც მომზადებულია პროექტის „დევნილთა სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია, მონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვიკატირების გზით“ ფარგლებში, მას ახორციელებს „საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი“. პროექტის დონორია ევროპის ფონდი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ანსამბლეამ 20 ივნისი ლტოლვილთა/დევნილთა მსოფლიო დღედ 2000 წლის 4 დეკემბერს გამოაცხადა. 1951 წელს გაეროს კონვენციის საფუძველზე პირველად მოხდა ადგილნაცვალი პირებისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება. 2001 წლის 20 ივნისს, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების 50 წლისთავზე, მთელს მსოფლიოში პირველად ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
დღევანდელი გადაცემის თემაა: თუ როგორ ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოში და რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი. ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით ჩვენს სტუმრებთან ვისაუბრებთ და ერთგავრად ვეხმაურებით დევნილთა კვირეულს. გადაცემის სტუმრები არიან დევნილი სენაკის კომპაქტური ჩასახლებიდან თიკო ჩიჩუა, “საუნჯეს“ გამგეობის თავმჯდომარე იაგო ფასანძე და დევნილთა სამმართველოს უფროსი მანუჩარ ჩილაჩავა.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/116211701...
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან