ზედაეწერი-ჭკადუაშის 1600 მეტრის...

11/08/2012
odishitv-ის მიერ

ზედაეწერი-ჭკადუაშის 1600 მეტრის მონაკვეთზე გზის ბეტონის საფარი იგება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ამჯერად ზედაეწერი-ჭკადუაშის 1600 მეტრის მონაკვეთზე გზის ბეტონის საფარი იგება.გზის დაგების სამუშაოებს შ.პ.ს. ,,თავადი\" აწარმოებს, რომელსაც სამშენებლო მასალით კომპანია ,,ევრობიტი\" ამარაგებს. მიმდინარე სამუშაოებს პირადად აკვირდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე ქობალია, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გზის საფარი, რომელიც აქ იგება, ბეტონისაა და დიდ დატვირთვას უძლებს, დაგეგმილია წყალსაწრეტი არხების გაჭრა.გზები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთდება და ხანგრძლივ ვადაზეა გათვლილი.

წლობით მოუგვარებელი პრობლემა ზედაეწერი-ჭკადუაშის გზაზე მოგვარებულია, ადგილობრივ მოსახლეობას აქ გადაადგილება უჭირდა, წვიმიან ამინდში ბავშვები სკოლაში ვერ დადიოდნენ.

მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტული სამუშაოები ეტაპობრივად სხვადასხვა უბანში ჩატარდება.
http://www.odishi.ge/
http://www.facebook.com/odishitv/