წალენჯიხაში მოსახლეობა წყლის და გაზის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

06/05/2017
Radio Atinati-ის მიერ

წალენჯიხის გამგეობის შენობის წინ სოფელ საჩინოსა და მედანის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი წყლისა და გზის პრობლემის მოგვარების ითხოვენ. აქციის მოაწილეებმა ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშულეს და აღნიშნეს, რომ ადგილობრივ მთავრობას ამ პრობელიმის მოგვარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.აქციის მონაწილეებს, მოგვიანებით წალენჯიხის გამგებელი ბესიკ ფარცვანია შეხვდა დაგანუმარტა, რომ ტენდერში გამრჯვებულმა კომპანიამ, რომელსაც აღნიშნული სამუშაოები უნდა შესრულებინა, ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და ახალი ტენდერი გამოცხადდება.
ადგილობრივები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ფართომაშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან