მოვაჭრეთა პროტესტის გამო ზუგდიდის მერიამ ბაზარში დახლების აყრა ვერ შეძლო
03/14/2016
Radio Atinati-ის
მიერ
აქცია იყო რამდენიმე სათის განმავლობაში ზუგდიდის ბაზარში, სადაც ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცველები შევიდნენ და ბაზრის შესასვლელში მდგარი დახლებისა და რკინის კონსტრუქციების დაშლას გეგმავდნენ.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მერიამ ბაზრის ეს ნაწილი იჯარით გადასცა კომპანია \"ლონდასტეს\", რომელიც ამ ადგილიდან მოვაჭრეების გაყვანას გეგმავს და სწორედ ამ მიზნით იგეგმება 550 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიაზე კონსტრუქციების დაშლა.
მათი თქმით, სავაჭრო ტერიტორიების დათმობას არ აპირებენ და წინააღმდეგობის შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავენ.
ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ მოვაჭრეების შიში უსაფუძვლოა, რადგან მათ არაერთხელ მიიღეს გარანტია, რომ ბაზრიდან მათი გაშვება არ იგეგმება.
ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნუკრი ესართია განმარტავს, რომ კონსტრუქციების დაშლა ბაზრის ადმინისტრაციის მოთხოვნით იგეგმება. თუმცა ბაზრის ადმინისტრაცია ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის კანონიერების დადგენის მიზნით სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილი აქვს და სამართლებრივი პროცესის დასრულებამდე ადმინისტრაცია არაა წინააღმდეგი, ამ ტერიტორიაზე აქამდე არსებული კონსტრუქციები დარჩეს და მოვაჭრეებმა მუშაობა განაგრძონ.
საბოლოოდ, ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ბაზრის ტერიტორია დატოვეს და მხარეებს მოსალაპარაკებლად დრო მისცეს. როგორც ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ნუკრი ესართიამ განმარტა, ისინი გადიან ტერიტორიიდან და კონსტრუქციების დაშლის პროცესი გადაიდო.
რადიო ,,ათინათი''
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/