100 წელი რუსული ოკუპაციიდან - მოვლენათა ქრონოლოგია

25.02.2021 06:53

100 წელი საქართველოს გასაბჭოებიდან - ქვეყანა საკუთარი ისტორიის ყველაზე მძიმე დღეებს იხსენებს. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია დასრულდა და ქვეყანაში საბჭოთა 70-წლიანი რეჟიმი დამყარდა. 100-წლის წინანდელი მოვლენების მთავარი ეპიცენტრი თბილისის მისადგომები იყო. 16 თებერვალს შემოსულმა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ დედაქალაქზე პირველი შეტევა 18 თებერვალს მიიტანა, რაც ქართულმა მცირერიცხოვანმა სამხედრო ნაწილებმა თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოიგერიეს. ამის შემდეგ საომარმა მოქმედებებმა კოჯორ-ტაბახმელაში გადაინაცვლა, კოჯრის გათავისუფლებას ქართველ იუნკერთა რაზმის ნახევარზე მეტი ემსხვერპლა. თუმცა დამხმარე ძალების და მძიმე ტექნიკის ჩართვის შემდეგ ქართულ არმიას საბოლოოდ პოზიციების დათმობა მოუხდა - 25 თებერვალს თბილისში წითელარმიელები გამოჩნდნენ. რუსეთის მიერ უხეშად დარღვეული 1920 წლის მაისის სამშვიდობო შეთანხმება და დამოუკიდებელი ქვეყნის ოკუპაცია, რასაც მთავრობის ემიგრაციაში წასვლა, 70-წლიანი ტყვეობა და რეპრესიები მოჰყვა, - უმძიმესი მოვლენების ქრონოლოგიას გენო ოსიყმაშვილი გაგვახსენებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: