„რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის გამოკითხვა დასრულდა

03.08.2019 04:19

„რუსთავი ორის“ ყოფილი ფინანსური დირექტორის რამდენიმესაათიანი გამოკითხვა დასრულებულია. მთავარი პროკურატურის დატოვების შემდეგ, კახა დამენია მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განმარტა, რომ შეკითხვები ძირითადად კომპანიის შემოსავლების შესახებ დაისვა. საქმის პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობს დამენიას ადვოკატი. დეტალურ ინფორმაციას კი, მოწმის სტატუსით დაბარებული, ყოფილი ფინანსური დირექტორი და მისი უფლებადამცველი არ ასაჯაროვებენ და ამბობენ, რომ გაუთქმელობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: