ნიკა გვარამიას განაჩენი
თითქმის ორი წლის შემდეგ რეზონანსული საქმის სასამართლო განხილვა დასრულებულია. ნიკა გვარამიას ბორკილები სასამართლოს დარბაზშივე დაადეს და რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ სცნო. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 7 მილიონამდე ლარის ზიანის მიყენების საქმეზე, რომლის ფიგურანტები გვარამიასთან ერთად „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი, კახაბერ დამენია და სარეკლამო კომპანია „ინტერმედია პლიუსის“ ხელმძღვანელი, ზურაბ იაშვილი არიან. დავის საგანი იყო ის სარეკლამო ხელშეკრულებები, რომლებიც გვარამიას ხელმძღვანელობის დროს, 2015 წელს გაფორმდა. ამ საქმეზე გვარამიას სხვა ბრალდებებიც ჰქონდა წაყენებული, თუმცა მათ ნაწილში გამართლდა. სასამართლო პროცესმა გვარამიას მხარდამჭერი აქციის ფონზე ჩაიარა. სასამართლოს პირველ ინსტანციაში მიმდინარე პროცესის ფინალმა პოლიტიკური პოლარიზაცია კიდევ უფრო გაზარდა. გადაწყვეტილების მიღმა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და ევროპული კურსიდან გადახვევის ნიშნებს ხედავს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, კითხვები აქვს ამერიკის ელჩს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ნიკა გვარამიას განაჩენი | სასამართლოს გადაწყვეტილება
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ნიკა გვარამიას განაჩენი - აქცია საქალაქო სასამართლოსთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გვარამიას განაჩენი - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გვარამიას განაჩენი - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გვარამიას განაჩენი - აქციები რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ხვალ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეში პოლიტიკური მოტივაცი...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ნიკა გვარამია პოლიტიკურ ტყვეობაში აიყვანეს- დიმიტრი საძაგლიშ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia