თოვლში მოყოლილი მოხის ამბავი
მოხის, ე.წ. სადავო ნაგებობის ირგვლივ 2014 წელს განვითარებული მოვლენების შედეგად შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ, რომელსაც ისტორიული ნაგებობის კონფესიური წარმომავლობა უნდა შეესწავლა, შენობა არც ქრისტიან და არც მუსლიმ თემს არ გადასცა. კომისიამ ნაგებობის წარმომავლობა არ შეისწავლა და მას „სადავო კულტურული ძეგლის“ სტატუსი მიანიჭა. ადგილობრივი მოსახლეობა კომისიას იმთავითვე უნდობლობას უცხადებდა, რადგან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, რომელიც პროცესის კოორდინაციაზე იყო პასუხისმგებელი, კომისიაში მათი ნდობით აღჭურვილი პირები არ შეიყვანა. ადგილობრივი მუსლიმები მუსლიმთა სამმართველოზე ხელისუფლების მაღალ გავლენებზე და ლოიალობაზე მიუთითებდნენ. სახელმწიფომ სოფელში ახალი მეჩეთი ააშენა, რომელშიც ადგილობრივი მუსლიმების ნაწილი ლოცულობს, თუმცა ამით პრობლემა არ მოგვარებულა, რადგან მუსლიმთა მეორე ნაწილი პროტესტის ნიშნად ლოცვას დღემდე, ე.წ. სადავო ნაგებობასთან განაგრძობს. ისინი კვლავ შენობის ისტორიული წარმომავლობის დადგენასა და საკუთარი ისტორიული და კულტურული კვალის დაცვას მოითხოვენ. ეს ბრძოლა მათთვის ღირსების დაცვის საკითხად იქცა. სახელმწიფო მიიჩნევს, რომ პრობლემა გადაიჭრა, თუმცა ადგილობრივ მუსლიმებს მაინც რჩებათ განცდა, რომ მათ მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა დისკრიმინაციულია. ამაზე მოხესა და მის მიმდებარე სოფლებში განვითარებულ მოვლენათა ქრონოლოგიაც მიუთითებს. 2013 წლიდან ადიგენის მუნიციპალიტეტში მუსლიმი თემის უფლებების შეზღუდვის ფაქტებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო. ადგილობრივების თქმით, მათი დისკრიმინაციისა და მარგინალიზაციის პოლიტიკა, ხელისუფლებაზე ადგილობრივი სამღვდელოების გავლენის შედეგია, რომელიც რეგიონში ისლამური ისტორიის წაშლას და დათრგუნვას ცდილობს. ვრცლად: http://liberali.ge/videos/view/1146/v... ავტორი: დათო ფარულავა © www.liberali.ge
ჟურნალი ლიბერალი-ის სხვა ვიდეოები
მანდატური გიორგი ჭანტურია
სტალინი - მკითხველი კაცი, ლევან ბერძენიშვილი სტალი...
ვიდეო ► თამაზ ელიზბარაშვილი თანამშრომელს ურტყამს დ...
გმადლობთ ქალბატონო!
24:59
თოვლში მოყოლილი მოხის ამბავი
01:19:25
ფაშისტური ჯგუფი თავისუფლების მოედნისკენ მიემართება
01:36
„არ აღვნიშნავთ, ჩვენი ნებაა" - ადამიანის უფლებათა...
01:14
მზის დაბნელება საქართველოში
მსგავსი ვიდეოები
თოვლში მოყოლილი მოხის ამბავი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე თოვლში მანქანებია მოყოლილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თეთნულდის სამაშველო სამსახურმა რუსი ტურისტი გადაარჩინა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკარგული ტურისტი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამაშველო ოპერაცია ბაკურიანში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზამთრის შუალედური კურსი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შობის დღეს ტყეში მოყოლილი არასაშობაო ზღაპარი.#იარაღისგანხილ...
იარაღის განხილვა
თოვლში მოქცევის პატარა ხრიკები1.#იარაღისგანხილვა
იარაღის განხილვა