ზამთრის შუალედური კურსი


ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის ფარგლებში გუდაურში ზამთრის შუალედური სამთო კურსი მიმდინარეობს.

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, უკრაინელი და პოლონელი სამხედროები ქართველ კოლეგებთან ერთად მაღალმთიან რელიეფზე თოვლში გადაადგილების ტექნიკას ეუფლებიან. საერთაშორისო კურსის მონაწილეები თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის, თოვლში სრიალის, თოკში ჩაბმული სრიალის, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა-გადარჩენისა და ევაკუაციის ტექნიკას ეუფლებიან. მათ თოვლიან რელიეფზე მარშირება, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენებაც უწევთ. ქართველ სამხედროებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებმა სამთო მომზადების პირველი ეტაპი ახალქალაქში, აბულის მთაზე გაიარეს. მათ თოვლიან რელიეფზე მაღალ მთაში საცეცხლე მომზადება შეისწავლეს, რომლის ფარგლებშიც მათ ზღვის დონიდან 2000 მეტრზე და ზემოთ სროლა განახორციელეს.

ზამთრის შუალედური სამთო კურსი 11 თებერვალს საჩხერეში, სამთო მომზადების სკოლაში დაიხურება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან