მიუხედავად იმისა, რომ მოხეში მდებარე ე.წ. სადავო ისტორიულ ძეგლთან დაკავშირებულ საკითხს სახელმწიფო ამოწურულად მიიჩნევს, ადგილობრივი მუსლიმი თემის ნაწილი ღია ცის ქვეშ აგრძელებს ლოცვას და სახელმწიფოს შენობის კონფესიური კუთვნილების გადაწყვეტას სთხოვს. მათთვის ღია ცის ქვეშ ლოცვა პროტესტის, ღირსების და სამართლიანობის საკითხად იქცა. ვიდეო მასალაში ადგილობრივი მუსლიმები 2014 წლიდან მათი უფლებების შეზღუდვის არა ერთ შემთხვევაზე და სისტემური მარგინალიზაციის პრაქტიკებზე ყვებიან. ფილმი პირველად გამოქვეყნდა ინტერნეტგამოცემაში \"ლიბერალი\": http://liberali.ge/videos/view/1146/v...