ზუგდიდში 26 მაისისთვის ემზადებიან


საზეიმო ღონისძიებებისთვის ემზადებიან ზუგდიდში. ქალაქში შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ღონისძიებებია დაგეგმილი. უკვე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. მზადდება სტენდები, სადაც წარმოდგენილი იქნება მასალები დამოუკიდებლობის აღდგენაზე, ერთიანი საქართველოს მეფეებზე და ეროვნულ გმირებზე. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დათმობა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ცხოვრების თემას.

ქალაქში, მთელი დღის განმავლობაში, იქნება გასართობი სივრცე პატარებისთვის, კონცერტები, ასევე წარმოდგენილი იქნება ტექნიკა. შესრულდება საქართველოს ჰიმნი. ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კონცერტით დასრულდება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან