ლაზური ხაჭაპური და ჭახრაკინა | შეფი ლევან კობიაშვილი
მართალია, ქართული ვიკიპედიის განმარტებით ხაჭაპური ქართულ, ყველიან პურს ეწოდება, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ის უფრო მეტია, ვიდრე ყველიანი პური ! გამოგვყევით: facebook: https://www.facebook.com/chef.cave instagram: https://www.instagram.com/chef.cave --------------------------------------------------------------- ინგრედიენტები: • ფქვილი - 600გ • საფუარი - 20გ • შაქარი - 1 სუფრის კოვზი • კარაქი - 250გ • მარილი - 1 ჩაის კოვზი • სულგუნი და იმერული ყველი - 150გ - 250გ • წყალი - 300გ თბილი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ რძით მომზადების წესი: ხაშის მომზადება: თბილ წყალში ჩავყაროთ დროჟი, შაქარი, მარილი და ცოტა ფქვილი (დაახლოებით 2 სუფრის კოვზი) და ვაცადოთ მანამ, სანამ კარგად არ ამოფუვდება. ფქვილში ჩავხეხოთ ცივი კარაქი, დავამატოთ ცოტაოდენი მარილი და გადავზილოთ ერთმანეთში. როდესაც ერთგვაროვან მასას მივიღებთ, დავასხათ ამოფუშებული ხაში და დავიწყოთ ცომის მოზელვა. კარგად მოზელვის შემდეგ, დავდგათ სითბოში და დაველოდოთ ამოფუებას საათ ნახევრის განმავლობაში. ამოფუების შემდეგ, კიდევ ერთხელ გადავზილოთ ცომი, დავყოთ სამ ნაწილად და გავაბრტყელოთ. ამასობაში, გავხეხოთ ყველი, მივცეთ ხაჭაპურს სასურეველი ფორმა, შემდეგ ჩავყაროთ ყველი, გვერდებზე წავუსვათ კვერცხი და შევდგათ ღუმელში, 220 გრადუსზე, დახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში. ლაზური ხაჭაპური მზადაა. ჭახრაკინას მომზადების წესი: ჭახრაკინა შეგიძლიათ იგივე ცომით მოამზადოთ: • ჭარხლის ფოთოლი - 300გ • ქინძი - 100გ • ოხრახუში - 100გ • პიტნა - 50გ • წითელი და მწვანე წიწაკა (თუ ცხარე გსურთ) • მარილი ეს ყველაფერი დაჭერით, აურიეთ ერთმანეთში, სასურველ ფორმაზე მოამზადეთ და შედგით ღუმელში. ცომს გვერდებზე აუცილებლად წაუსვით კვერცხი. Music: Audio network
მსგავსი ვიდეოები
ლაზური ხაჭაპური საფუარიანი რძის ცომით,ღია ცომით,lazuri khach...
CHEF GIGA BAKES
შეფ ლევანის მიერ მომზადებული ლაზური ხაჭაპურის და ფხლოვანას რ...
Europroduct
თბილისი. რესტორანი “ვარაზი”. ლაზური ხაჭაპურის დაგემოვნება. უ...
misha robaqidze
აჭარული ხაჭაპური - მომზადება მარტივად
Boris Chachava
ლაზური
Lekso Gelashvili
ლაზური სიმღერა - შურიმშინე - წულუ ბოზო (პატარა გოგო) Lazuri...
KolkhiTV
კოლხური ანუ მეგრულ-ლაზური ენის სიძველის დასადგენად
Radio Atinati
ლაზური სიმღერა - შურიმშინე - ნანა
KolkhiTV