ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. არჩევნებს 15 სახელმწიფო ეხმაურება

26.08.2019 00:52

ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს 15 სახელმწიფო არალეგიტიმურად მიიჩნევს. „ჩვენ, ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის გაიყვანოს თავისი ჯარები კონფლიქტამდელ პოზიციებზე და რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი დაშავება უზრუნველყოს, ასევე, უკან გაიხმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება“,- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ ამერიკა, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, ნორვეგია და უკრაინა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: