ომის 46-ე დღე უკრაინაში
რუსეთმა კიდევ ერთხელ დაბომბა დნეპრის აეროპორტი, რომელიც სრულად არის განადგურებული. მიწასთან გასწორდა აეროპორტის მახლობლად მდებარე ინფრასტრუქტურაც. დაშავებულია ხუთი ადამიანი. აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს დონბასისა და ლუგანსკის რეგიონებში, ასევე მარიუპოლსა და იზიუმში. ქალაქ ხარკოვის შემოგარენში კი რუსებმა 66 საარტილერიო დარტყმა განახორციელეს. დაღუპულია ორი, დაშავებულია ცხრა ადამიანი. ოკუპანტები ხარკოვის ოლქის დაკავებას ცდილობენ. დასავლურ მედიაში გავრცელდა სატელიტური ფოტოები, სადაც რუსების 13-კილომეტრიანი კოლონა ჩანს, რომელიც ხარკოვის მიმართულებით მიდის. დონეცკში ავიაიერიშებს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. ლუგანსკში რუსების ჭურვები მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. შვიდი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ნიკოლაევის ოლქში. ჭურვები ჩამოყარეს რუსებმა დნეპრშიც, სადაც ხანძარი გაჩნდა, დაშვებულია ერთი ადამიანი. ამასთან, უკრაინაში აცხადებენ, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში გაანადგურეს საწყობი, სადაც რუსების საბრძოლო მასალები ინახებოდა. გრძელდება სხვადასხვა ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანის პროცესი. ევაკუაცია აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში მდებარე ცხრა ქალაქიდან განხორციელდება. უკრაინის გენერალური პროკურორის ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინაში 177 ბავშვი დაიღუპა, 336 კი დაშავდა. გაერო-ს მონაცემებით, რუსეთის აგრესიის გამო ქვეყანა უკვე 4 მილიონ 500 ათასმა ადამიანმა დატოვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომის 46-ე დღე - ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 104-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 301 დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 48- ე დღე
TV IMEDI
ომის 277-ე დღე
TV IMEDI
ომის მეათე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინაში - ომის 184-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster