ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ნიქოზი“ დახურვა

09/06/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

6 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ნიქოზი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. კანადის ანიმაციური ფილმების ჩვენებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში 1-6 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიების სტუმრები იყვნენ ცნობილი ანიმატორები და ანიმაციის სკოლების წარმომადგენლები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, კანადიდან, პოლონეთიდან და ლიტვიდან.
„ნიქოზის“ ფესტივალის პროგრამაში ნაჩვენები იყო მსოფლიო ანიმაციურ ფესტივალებზე გამარჯვებული ფილმები, რომელთა ნაწილი თავად ავტორებმა წარადგინეს.
ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, კინოცენტრი „ქართული ფილმი - აფხაზეთი“, დიუმას ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო და სხვები.




http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან