მდინარე ჭოროხი კალაპოტიდან გადმოვიდა და სასაფლაოები დატბორა

02/21/2019

სოფელ მარადიდში მდინარე ჭოროხი კალაპოტიდან გადმოვიდა და საავტომობილო გზის, სასაფლაოსა და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი დატბორა. ადგილობრივები წყალმოვარდნას „კირნათიჰესსა” და მის კაშხალს უკავშირებენ. „კირნათი ჰესის“ მფლობელ კომპანია „აჭარენერჯიში“ ამ საკითხზე განმარტებები არ გაუკეთებია.

#მარადიდი #ჭოროხი

ვიდეოები „აჭარა ენმ / Adjara unm"-ისგან