სოფელ მარადიდში მდინარე ჭოროხი კალაპოტიდან გადმოვიდა

20.02.2019 00:28

ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში მდინარე ჭოროხი კალაპოტიდან გადმოვიდა და სამანქანე გზის, სასაფლაოსა და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი დატბორა. დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებსა და სხვა ადგილობრივებს შეზღუდული ჰქონდათ გადაადგილება. ადგილობრივები წყალმოვარდნას „კირნათი-ჰესს“ და მის კაშხალს უკავშირებენ. მათი თქმით, წყლის დონემ მატება 12 საათიდან დაიწყო. „კირნათი ჰესს“ კომპანია „აჭარ-ენერჯი“ ფლობს. კომპანიას საკითხზე განმარტებები ჯერ არ გაუკეთებია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: