9 აპრილის გმირების ხსოვნას ზუგდიდში პატივი მიაგეს

04/09/2016
Radio Atinati-ის მიერ

დაღუპულთა ხსოვნას პატივი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მიაგეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, ასევე ქალაქ ზუგდიდის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, არტ-გალერეაში საკუთარი ნახატების გამოფენა მოაწყვეს.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

დღევანდელ დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებები მიეძღვნება.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან