ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ ინიციატივა - განხილვა
მმართველი გუნდის კიდევ ერთი რეზონანსული ინიციატივის გარშემო სახალხო განხილვები დაიწყო. არასრულწლოვნების და ოჯახური ღირებულებების დაცვის სახელით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო „ქართული ოცნება“ რეგიონებში საჯარო დისკუსიებს აწყობს. პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კომისიამ პირველი შეხვედრა დღეს ქუთაისში გამართა. განხილვის მთავარი თემაა, სად გაივლება ზღვარი ადამიანის უფლებების დაცვასა და პროპაგანდას შორის პროექტში, რომელიც ერთნაირსქესიან წყვილებს და არაჰეტეროსექსუალებს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს და მიზნად ლგბტ და ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მავნე ზეგავლენისგან დაცვას აცხადებს. რვაპუნქტიანი რეგულაციები შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც. დღევანდელ განხილვას ოპოზიციის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ესწრებოდა. საკითხის ხელოვნურად აქტუალიზაციის არგუმენტით ოპოზიციური სპექტრის დიდმა ნაწილმა განხილვებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ქვეყნის უზენაეს კანონში შესატან ცვლილებებზე შეხვედრები ყველა ქალაქს და რეგიონს მოიცავს, რის შემდეგაც პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინიციატივა „ფსევდოლიბერალური პროპაგანდის“ წინააღმდეგ - გამოხ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოჯახური ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკონსტიტუციო ცვლილებები ოჯახურ ღირებულებათა დაცვის შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 25 მარტი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster