უდაბნოს მონასტერი / Desert Monastery
გურიის უდაბნოს მამათა მონასტერი გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგანახლებასთან ახლოს მდებარეობს. კომპლექსის მთავარი ნაგებობა ნახევრად კლდეში ნაკვეთი, მცირე ზომის იოანე ნათლისმცემლის დარბაზული ეკლესიაა. აქვე გვხვდება რამდენიმე გამოქვაბული და XIX საუკუნის ეკლესია, რომელიც ახლო წარსულშია აღდგენილი. უდაბნოს კლდეში ნაკვეთი ეკლესია ზუსტად დათარიღებული არ არის, მეცნიერთა ნაწილი მას VI საუკუნის ძეგლად მიიჩნევს, ნაწილი IX-X საუკუნეებს მიაკუთვნებს. ტაძრის აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილი კლდეშია გამოკვეთილი, აგებული კი მხოლოდ დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებია. ეკლესია ნაგებია კარგად გათლილი, ღია ფერის კვადრებით. გურიის უდაბნოს მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო. აქ იწერებოდა სასულიერო ხასიათის ლიტერატურა და ითარგმნებოდა საღმრთო წიგნები. მონასტერს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონდა. აქ ინახებოდა “უდაბნოს მრავალთავის” სახელით ცნობილი IX საუკუნის ხელნაწერი, რომელიც XVI საუკუნეში ჩამოიტანა ნიკოლოზ ჯუმათელმა კლარჯეთის მონასტრების მოლოცვის შემდეგ. უდაბნოს მონასტერი გურიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო კულტურული ძეგლია, რომელსაც დიდი ადგილი ეჭირა ამ მხარის რელიგიურ ცხოვრებასა და საგანმანათლებლო საქმიანობაში. #Church #Udabno #Shuaganaxleba #Chokhatauri #Guria #Georgia
Lasha Mtvaradze-ის სხვა ვიდეოები
ლენტეხის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია / The Church...
00:58
ჯვრის მონასტერი / Jvari Monastery
02:03
ნინო წმინდას შინი, ფოკა
00:16
ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია / Church of St....
02:06
ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია / Church of St....
00:54
ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია / Church of St....
00:46
ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია / Church of St....
00:46
ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია / Church of St....
მსგავსი ვიდეოები
უდაბნოს მონასტერი / Desert Monastery
Lasha Mtvaradze
5
დავით გარეჯის კოპლექსი - პრემიერის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება დავით გარეჯის მონასტერში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აზერბაიჯანელებმა დავით გარეჯის მონასტერი ჩაკეტეს
Maestro Television
შემოქმედის მონასტერი / Shemokmedi Monastery
Lasha Mtvaradze
Koshigora Convent - ქოშიგორას წმ. იოანე ნათლისმცემლის უდაბნო...
Seva Sevin
ვითარება დავით გარეჯში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster