5
გურიის უდაბნოს მამათა მონასტერი გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგანახლებასთან ახლოს მდებარეობს. კომპლექსის მთავარი ნაგებობა ნახევრად კლდეში ნაკვეთი, მცირე ზომის იოანე ნათლისმცემლის დარბაზული ეკლესიაა. აქვე გვხვდება რამდენიმე გამოქვაბული და XIX საუკუნის ეკლესია, რომელიც ახლო წარსულშია აღდგენილი. უდაბნოს კლდეში ნაკვეთი ეკლესია ზუსტად დათარიღებული არ არის, მეცნიერთა ნაწილი მას VI საუკუნის ძეგლად მიიჩნევს, ნაწილი IX-X საუკუნეებს მიაკუთვნებს. ტაძრის აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილი კლდეშია გამოკვეთილი, აგებული კი მხოლოდ დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებია. ეკლესია ნაგებია კარგად გათლილი, ღია ფერის კვადრებით. გურიის უდაბნოს მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო. აქ იწერებოდა სასულიერო ხასიათის ლიტერატურა და ითარგმნებოდა საღმრთო წიგნები. მონასტერს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონდა. აქ ინახებოდა “უდაბნოს მრავალთავის” სახელით ცნობილი IX საუკუნის ხელნაწერი, რომელიც XVI საუკუნეში ჩამოიტანა ნიკოლოზ ჯუმათელმა კლარჯეთის მონასტრების მოლოცვის შემდეგ. უდაბნოს მონასტერი გურიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო კულტურული ძეგლია, რომელსაც დიდი ადგილი ეჭირა ამ მხარის რელიგიურ ცხოვრებასა და საგანმანათლებლო საქმიანობაში. #Church #Udabno #Shuaganaxleba #Chokhatauri #Guria #Georgia
მსგავსი ვიდეოები
ულამაზესი სიმღერა!!
GeorgianMelodyქართულიმელოდია
ვეკო თოხაძე | სოციალური მედიის კურსი
Academy of Digital Industries
რას მოიცავს სოციალური მედია მარკეტინგის კურსი?
Smart Academy
სანდრო ასათიანი ტრადიციული და სოციალური მედია - შესავალი
Online Iliauni
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვიდ-19“ საგა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გააზიარეთ | Share
AraGviani
ახალი სახლი - 10.09.2023
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
შემთხვევა ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster