საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილი - გოზინაყი | Food Cloud
ინგრედიენტები: 1. თაფლი (200 გ.) 2. ნიგოზი (400 გ.) 3. შაქარი (1 ს/კ) მომზადების მეთოდი: 1. შედგით ნიგოზი ღუმელში 200 გრადუსზე 15 წუთით. 2. დაელოდეთ სანამ ნიგოზი გაგრილდება, რათა მარტივად გააცალოთ კანი. 3. დაჭერით ნიგოზი წვრილად 4. მოათავსეთ თაფლი ტაფაზე და ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე ინტენსიურად ურიეთ სანამ თაფლი არ მიიღებს ოდნავ თეთრ შეფერილობას. 5. თაფლის ოდნავ გათეთრებისთანავე გადმოდგით გაზქურიდან და აცადეთ 10-15 წუთი რათა თაფლი გაგრილდეს ოთახის ტემპერატურამდე. 6. გაგრილებული თაფლი კვლავ დადგით გაზქურაზე და ასე გაიმეორეთ 3-ჯერ. 7. თაფლის მე-3 გაცხელებაზე, როგორცკი თაფლი გახდება რბილი დაუმატეთ შაქარი და კარგად მოურიეთ რათა შაქარი ბოლომდე გაიხსნას. 8. შაქრის გახსნისთანავე თაფლს დაუმატეთ ნიგოზი და კარგად ამოურიეთ, რათა თაფლი და ნიგოზი სრულად შეერწყას ერთმანეთს. 9. სანამ გოზინაყს მოათავსებთ დაფაზე, დაფა დაასველეთ წყლით, რათა არ მიიკრას გოზინაყი. 10. გადმოიღეთ გოზინაყი დაფაზე და ასევე წყლით დასველებული გასაბრტყელებლით გააბრტყელეთ გოზინაყი. 11. გოზინაყი დაჭერით სასურველ ფორმებად და აცადეთ გაგრილება. თქვენი უგემრიელესი საახალწლო ნუგბარი მზადაა. გემრიელად მიირთვით! გამოგვყევით Facebook-ზე - / foodcloudgeo გამოგვყევით Instagram-ზე - / foodcloudgeo
Food Cloud-ის სხვა ვიდეოები
03:07
ტრადიციული იტალიური კარბონარა
02:25
საშობაო (გურული) ღვეზელი - რეცეპტი | Food Cloud
01:03
სვანური თაშმიჯაბი | Food Cloud
01:07
როგორ მოვამზადოთ გლინტვეინი სახლში? | Food Cloud
02:27
Pizza Napoletana - ნამდვილი ნეაპოლური პიცა | Food...
00:52
მიწისთხილის კარაქის ორცხობილები | Food Cloud
01:08
გამომცხვარი კარტოფილი ბეკონითა და ყველით | Food Cl...
01:20
კაკლები | Food Cloud
მსგავსი ვიდეოები
რა ჯდება საშუალოდ საახალწლო სუფრა - ფასები ზუგდიდის ბაზრიდან
Radio Atinati
მოამბე გილოცავთ ახალ წელს რაჭიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი წლისთვის მზადება კახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ბიზნესპარტნიორი საახალწლო სუფრის ინდექსი
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
საახალწლო სუფრის ცდუნება ანუ როგორ არ გაგვისკდეს მუცელი?
მედიცინის ჯუნგლებში მარშანიასთან ერთად
შემწვარი გოჭი ბლაუენშტაინიდან | შეფი ლუკა ნაჭყებია
Taste Corporation
ISET: საახალწლო სუფრის გაწყობა ₾161.60 ჯდება
Business Media Georgia
ISET - საახალწლო სუფრის ინდექსი - 2020
ISETchannel