„თალიბანის“ კონტროლქვეშ მოქცეულ ქაბულში ანგარიშსწორების პირველი ფაქტები ფიქსირდება

20.08.2021 04:15

„თალიბანის“ კონტროლქვეშ მოქცეულ ქაბულში ანგარიშსწორების პირველი ფაქტები ფიქსირდება. რადიკალური დაჯგუფების წევრები ახლა კარდაკარ დადიან და იმ ადამიანების იდენტიფიცირებას ცდილობენ, რომლებიც წინა ხელისუფლებას და სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო მისიებს ეხმარებოდნენ. სამიზნეები არიან სამხედროები, პოლიციელები და მედიის წარმომადგენლები. „დოიჩე ველეს“ ადგილობრივ კორესპონდენტს, რომელსაც „თალიბანი“ ეძებდა, ახლობელი მოუკლეს. სხვადასხვა მედიასაშუალება საკუთარი ქვეყნების ხელისუფლებას მიმართავს და ავღანეთიდან უსაფრთხო გაყვანას სთხოვს. მაღალი რისკებისა და ქაოსის ფონზე, ქაბულის აეროპორტთან ქვეყნიდან წასვლის მსურველთა ნაკადები არ წყდება. თუმცა რადიკალური დაჯგუფება ქვეყნიდან წამსვლელებს აეროპორტისკენ მიმავალ გზებს უბლოკავს და პერიმეტრთან მიახლოებას უზღუდავს. ამ მომენტისთვის ავღანეთიდან უკვე გაყვანილია 18 000-მდე მოქალაქე. მათ შორის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან ერთად არიან ავღანელებიც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„თალიბანის“ კონტროლქვეშ მოქცეულ ქაბულში ანგარიშსწორების პირველი ფაქტები ფიქსირდება
00:53

„თალიბანის“ კონტროლქვეშ მოქცეულ ქაბულში ანგარიშსწორების პირვ...

თავისუფალი არხი - Free Channel

საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია ქაბულიდან
05:48

საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია ქაბულიდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველო ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის პროცესში ჩაერთო
11:38

საქართველო ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის პროცესში ჩაერ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია
05:58

საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ამერიკელი სამხედროები ავღანეთიდან გავიდნენ
05:12

ამერიკელი სამხედროები ავღანეთიდან გავიდნენ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ავღანეთის საკითხზე მსჯელობენ
05:15

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ავღანეთის საკითხზე მსჯელობენ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ავღანეთში ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება
06:04

ავღანეთში ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება ავღანეთში
05:49

ვითარება ავღანეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო