„კოვიდ-19“-ის მაჩვენებელი მსოფლიოში

16.03.2020 06:55

ცოტა ხნის წინ, კატასტროფის ზონად გამოცხადდა ბავარიის რეგიონი, - ეს მას შემდეგ, რაც ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 900-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საზღვრების ჩაკეტვის მიუხედავად, გერმანიაში სტატისტიკა ყოველდღიურად შემაშფოთებელი ხდება. ეპიდაფეთქებაა იტალიასა და ესპანეთში, სადაც ჩინეთის შემდეგ დაღუპულთა და დაინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

ევროპის მასშტაბით 50 000-მდე დაავადებულიდან თითქმის ნახევარი სწორედ იტალიაზე მოდის. შესაბამისად დღეს „კოვიდ-19“-ის  პანდემიის ეპიცენტრი სწორედ ევროპაა. არ არის გამორიცხული, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდეს. ევროკომისიამ ამ წინადადების განხილვა უკვე დაიწყო. 


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო