დირექტორთა კონკურსის კანდიდატების აქცია


დირექტორთა კონკურსის კანდიდატებმა, მაია ეკალაძემ და დავით ფერაძემ დღეს აქცია გაერო-ს თბილისის წარმომადგენლობის წინ გამართეს, სადაც მათ სერტიფიცირების მიღმა დარჩენილი სხვა პედაგოგებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათ დირექტორის სერტიფიკატზე უარი უსამართლოდ ეთქვათ. მოთხოვნები უცვლელია - აქციის მონაწილეები დირექტორთა კანდიდატების გასაუბრების პროცესის ხელახლა ჩატარებას და დისკრეციულად დანიშვნის წესის გამოყენებას ითხოვენ. საკითხთან დაკავშირებით, 5 დეკემბერს მაია ეკალაძეს განათლების მინისტრი პირადადაც შეხვდა, თუმცა შეხვედრა შედეგის გარეშე დასრულდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან