რუსეთმა დონეცკის და ლუგანსკის ე. წ. დამოუკიდებლობა აღიარა
ის, რაც უკრაინაში მოხდა, ზუსტად იმეორებს სცენარს, რომელიც საქართველომ 14 წლის წინ გამოიარა. რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებების ტექსტებიც კი, სადაც ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებლობაა აღიარებული, ერთი ერთში ემთხვევა იმ ბრძანებულებების შინაარსს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებასთან დაკავშირებით გამოიცა. პუტინის მიერ გვიან ღამით მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის დუმის მიერ უკვე დამტკიცებულია. 2014 წლის მოვლენების შემდეგ სეპარატისტების კონტროლის ქვეშ ლუგანსკის და დონეცკის ოლქების დაახლოებით მხოლოდ ერთი მესამედია მოქცეული. ტერიტორიების დიდ ნაწილზე კი უკრაინის ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდება. ჯერ კიდევ დღის პირველ ნახევარში რუსი მაღალჩინოსნების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება მთელ ოლქებზე უნდა გავრცელებულიყო, მოგვიანებით რიტორიკა შეიცვალა. თუმცა ამ საკითხზე ჯერ ისევ აზრთა სხვადასხვაობაა. გივი ბარამიძე გაგვაცნობს, რა შეიცვლება გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბოლო ამბები უკრაინიდან - რატი ხვისტანის ჩართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის კრიზისი - დიპლომატია ომის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster