სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესი


სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესს პარლამენტი მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცებს. ცვლილებები მესამე მოსმენით საპროცედურო კომიტეტზე განიხილება. პროექტს ოპოზიციის ნაწილი მხარს უჭერს. მხარდაჭერაზე პოზიცია შეცვალეს პარტიებმა - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“. ინიციატივას მათ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზად, პარტიები პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას ასახელებენ. მათი თქმით, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას ულტიმატუმის ენით მიმართავდა. „ქართულ ოცნებაში“ კი პარტიების პოზიციას სახალხო დამცველის გუშინდელ განცხადებას უკავშირებენ, როდესაც ნინო ლომჯარიამ დაგეგმილი ცვლილებები გააკრიტიკა. კანონის პროექტი ევროკომისიის რეკომენდაციების ერთ-ერთ პუნქტს ეხება. იცვლება ომბუდსმენის არჩევის წესი, საპარლამენტო უმრავლესობა პროცესის დიდი ნაწილის წარმართვას ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას უთმობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან