ახალი ომბუდსმენის არჩევის წესი
ახალი ომბუდსმენის არჩევამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება - გადაწყვეტილება ახლა დეპუტატებზეა. ოპოზიციურ სპექტრს დრო 21 ოქტომბრამდე აქვთ იმისთვის, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურაზე კონკრეტული გვარები დაასახელონ. ომბუდსმენობის მსურველ 19-ვე კანდიდატის ინდივიდუალური შეფასება უკვე ცნობილია. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა ცხრაკაციანმა კომისიამ, ყველაზე მაღალი, 321 ქულა მესამე სექტორის მიერ დასახელებულ კანდიდატს, ანა აბაშიძეს მიანიჭა. ნუგზარ კოხრეიძესა და სერგო მახარაძესთან ერთად, პირველ ხუთეულში მოხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ ორი კანდიდატი, ნაზი ჯანეზაშვილი და გიორგი ბურჯანაძე. კომისიის წევრების განმარტებით, კანდიდატები ოთხი კრიტერიუმის, რეპუტაციის, მიუკერძოებლობის, განათლებისა და გამოცდილების მიხედვით შეაფასეს. ახალი სახალხო დამცველის დამტკიცებას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მე-10 მოწვევის პარლამენტში კი ხმათა ეს რაოდენობა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას აქვს. ამიტომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას, ომბუდსმენის ექვსი წლის ვადით დასამტკიცებლად, ერთმანეთთან თანამშრომლობა მოუწევთ. თუ პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს ვერ დაამტკიცებს, მის შესარჩევად ახალი კონკურსი გამოცხადდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ახალი ომბუდსმენის არჩევის წესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომბუდსმენის არჩევის წესი
TV IMEDI
სახალხო დამცველის შერჩევის პროცედურა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომბუდსმენის შერჩევის კრიტერიუმები - შეხვედრა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტში
TV IMEDI
ომბუდსმენობის კანდიდატები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster