სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა


სახალხო დამცველის კანდიდატების დასახელებამდე ოპოზიციას ვადა 21 ოქტომბრამდე აქვს. შემფასებელმა კომისიამ ყველაზე მაღალი,  321 ქულა მესამე სექტორის მიერ დასახელებულ კანდიდატს, ანა აბაშიძეს მიანიჭა. ნუგზარ კოხრეიძესა და სერგო მახარაძესთან ერთად, პირველ ხუთეულში მოხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებული კიდევ ორი კანდიდატი - ნაზი ჯანეზაშვილი და გიორგი ბურჯანაძე. კომისიის წევრების განმარტებით, კანდიდატები ოთხი კრიტერიუმის: რეპუტაციის, მიუკერძოებლობის, განათლებისა და გამოცდილების მიხედვით შეაფასეს. ახალი სახალხო დამცველის დამტკიცებას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუ პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს ვერ დაამტკიცებს, მის შესარჩევად ახალი კონკურსი გამოცხადდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან