ბათუმის ტრაგედია და დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები
ბათუმის ტრაგედიის შემდეგ სამშენებლო უსაფრთხოების სფეროში რეგულაციების გამკაცრება იგეგმება. მიზანი თვითნებური და უნებართვოდ წარმოებული სამუშაოების თავიდან აცილებაა. გამოძიების ვერსიით, სწორედ ნებართვის გარეშე მიმდინარე სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები გახდა 8 ოქტომბერს შვიდი სართულის ჩამონგრევის მიზეზი. ცვლილებები მუნიციპალური სამსახურის მხრიდან საზედამხედველო კონტროლის გაძლიერებასაც გულისხმობს. 26 მაისის ქუჩის ტრაგედიის შემდეგ ბათუმის მერიაში სხვადასხვა ქუჩიდან სამშენებლო წესების შესაძლო დარღვევაზე 200-ზე მეტი ზარია შესული. დღის წესრიგში აქტიურდება მიშენება-დაშენებების პრობლემაც, რომელიც არაერთი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მათი უსაფრთხოების შესასწავლად შესაძლოა სპეციალური კომისია შეიქმნას. დღეს ბათუმში ტრაგედიის შედეგად დაღუპული კიდევ ხუთი ადამიანი დაკრძალეს. განსაკუთრებით ემოციური იყო პანაშვიდზე იმ მაშველების მისვლა, რომლებიც 30 საათის განმავლობაში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 20 ოქტომბერი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამშენებლო უსაფრთხოების სტანდარტები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
The Batumi Tragedy Fathers #WithNoe | ბათუმის ტრაგედიის მამე...
Noe Sulaberidze
#ახალიკვირა ბათუმის ტრაგედია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბათუმის ტრაგედია | გლოვის დღე | День траура |Day of mourning
gia surmanidze [gs]
9 ადამიანის სიცოცხლე და არაერთი დაზარალებული
TV IMEDI
ნანგრევებში ნაპოვნი ნახატები და 9 შეწყვეტილი სიცოცხლე - საბე...
TV IMEDI
სამოქალაქო პანაშვიდი - ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia