სამშენებლო უსაფრთხოების სტანდარტები

11.10.2021 05:29

8 ოქტომბრის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გაააქტიურა სამშენებლო უსაფრთხოების საკითხი.

ბათუმის და თბილისის მუნიციპალურ საზედამხედველო სამსახურებში მიმართვიანობა მკვეთრად არის გაზრდილი. მოქალაქეები რეკავენ და ითხოვენ, რომ მათ კორპუსებში მიმდინარე სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები სასწრაფოდ შეამოწმონ და გააკონტროლონ. ძირითადად პირველი სართულების კომერციულ ფართებად გადაკეთების და მიშენება-დაშენებების პრობლემა არა მხოლოდ ბათუმის, არამედ ყველა ქალაქის, პირველ რიგში კი თბილისის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. კანონმდებლობით, სარეონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებას, ან მიშენება-დაშენებას არქიტექტურის სამსახურის ნებართვა სჭირდება. თუმცა საკმაოდ ხშირია ნებართვის გვერდის ავლით სამუშაოების თვითნებურად ჩატარების შემთხვევები.

მარიამ სეთურიძე არკვევდა, როგორ უნდა მოხდეს 8 ოქტომბრის ტრაგედიის პრევენცია და რა იგულისხმება პრემიერის მიერ დაანონსებულ რეგულაციების გამკაცრებაში. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub