პროექტის "პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში" შესახებ მსჯელობა გაიმართა

09/14/2016
Radio Atinati-ის მიერ

ასოციაცია „ათინათის“ ორგანიზებით ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს აპარატის წარმომადგენლებმა, რეგიონში მოქმედმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, USAID-ის წარმომადგენლობამ და პროექტის სამიზნე 7 სოფლიდან მოსახლეობამ მიიღო.

შეხვედრაზე პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ირგვლივ არსებული საკითხები განიხილეს. აღნიშნულ პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და ასოციაცია „ათინათი“ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან ერთად (საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“ და გურიის ახალგაზრული ცენტრი) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.
„პეტიცია-ხახის ხმა თვითმმართველობაში“ დასავლეთ საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხორციელდება. მისი მიზანია მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა, პეტიციების მომზადებით, საკრებულოებში წარდგენით, ადვოკატირების კამპანიის ორგანიზების გზით მოსახლეობის გააქტიურება.
პროექტი მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2018 წლის სექტემბერში დასრუდება.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან