ევროკავშირის სპეციალური ჯილდო ხელოვნების სასახლეს
ხელოვნების სასახლეს, როგორც ევროპის ტერიტორიაზე ერთ-ერთ საუკეთესო რესტავრირებულ ისტორიულ ძეგლს, ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის სპეციალური ჯილდო გადაეცა. 10 ივნისს, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა ხელოვნების სასახლის დირექტორს გიორგი კალანდიას და მუზეუმის თანამშრომლებს "ევროპა ნოსტრას" "განსაკუთრებული აღიარების" ჯილდოს მოპოვება მიულოცა. ღონისძიებას დაესწრნენ აშშ-ს კულტურის ატაშე საქართველოში დამიან ვემფლერი, "ევროპა ნოსტრა საქართველოს" წარმომადგენელი მაკა დვალიშვილი, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი ინგა ქარაია, ასევე, მუზეუმისა და სამინისტროს თანამშრომლები და სასახლის აღდგენის პროცესში ჩართული პირები. აღსანიშნავია, რომ "ევროპა ნოსტრას" განსაკუთრებული აღიარება ევროკავშირის ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დარგში ერთ-ერთ უმაღლეს ჯილდოდ ითვლება. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 10 მაისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის ოცდამესამე საერთაშორისო კინოფესტივალი | შეჯამება
Litagora
ყოფილ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს გრანტები და ტექნიკა...
Radio Atinati
სამშვიდობო მოლაპარაკებები თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის სპეციალური სამიტი
TV IMEDI
შეხვედრა საგარეო უწყებაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster