რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

26.12.2022 00:35

უკრაინაში ომი გრძელდება - რუსეთმა სუმის რეგიონის ოთხი დასახლება დაბომბა. კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით ოკუპანტებმა ზარალი მიაყენეს ხარკოვის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების 25-ზე მეტ დასახლებას. ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით მათ ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის სამხედრო ნაწილების პოზიციებს 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში.

ხერსონის მიმართულებით, რუსეთი აგრძელებს დასახლებების დაბომბვას მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე. უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა დონბასში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა 16 დასახლებულ პუნქტთან მოიგერია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania