ძალადობის ფაქტები აქციაზე და გამოძიების პროცესი
05/13/2024
უწყვეტი პროტესტი მთელი ღამის განმავლობაში და 20 დაკავებული - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სადავო კანონპროექტი მესამე მოსმენით აქციის ფონზე მიიღო.
პარლამენტთან გუშინ საღამოს მისული დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან დილამდე იმყოფებოდნენ. ვითარება საკომიტეტო სხდომის დაწყების დროის მოახლოებისთანავე დაიძაბა. აქციის მონაწილეები შენობის შესასვლელებთან განლაგდნენ, რათა დეპუტატებისთვის პარლამენტში შესვლის საშუალება არ მიეცათ. იყო არაერთი დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. სამართალდამცავების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. დაკავებულებს შორის ამერიკის და რუსეთის მოქალაქეებიც არიან. დემონსტრანტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პოლიციის თანამშრომლებს სასტიკ დარბევასა და ძალადობაში ადანაშაულებენ და მათ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ. მძიმეა სახალხო დამცველის გამოხმაურება. ომბუდსმენი აქციის მონაწილეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმების გამო რეაგირებას ითხოვს და გასხვავებული აზრის და პოლიტიკური საქმიანობის ნიშნით დევნაზე მიუთითებს. სახალხო დამცველის კიდევ ერთი მოწოდებაა მოძალადე ჯგუფების და მათი ორგანიზატორების გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.