ევროკავშირი უკრაინისთვის მარშალის ევროპულ გეგმას იწყებს
ევროკავშირი უკრაინისთვის მარშალის ევროპულ გეგმას იწყებს - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ინტერფაქს უკრაინასთან“ ინტერვიუში განაცხადა. შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ დონორთა კონფერენცია, რომელიც პოლონეთის დედაქალაქში იმართება, გახდება ათვლის წერტილი უკრაინის ევროპული მარშალის გეგმისთვის. მიშელმა ასევე დაასახელა სამი პრიორიტეტი და სამი მიზანი, რომელსაც ის სატრასტო ფონდისთვის ხედავს. პირველი - ჰუმანიტარული დახმარება, მეორე მიზანი - ლიკვიდურობა და მესამე - ქვეყნის აღდგენა. მიშელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მიიღოს მაქსიმალური მხარდაჭერა მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, უკრაინის ბიუჯეტის მხარდაჭერა გრანტებითა და კრედიტებით, რომ ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის დონის შენარჩუნება მაქსიმალურ ნიშნულზე. შარლ მიშელის თქმით, სატრასტო ფონდის იდეა პრეზიდენტ ზელენსკის ეკუთვნის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ფონდი რაც შეიძლება მალე უნდა გააქტიურდეს. პოლონეთის დედაქალაქში მიმდინარე დონორთა კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მარშალის ახალი ევროპული გეგმა უკრაინისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გააღებს თუ არა კარს ევროკავშირი უკრაინისთვის, საქართველოსა...
TV IMEDI
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟოზეფ ბორელის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გერმანიის კანცლერის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განცხადებები საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშ...
რადიო თავისუფლება
საქართველში ევროკავშირის ელჩის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster