გერმანიის კანცლერის განცხადება
ევროკავშირი რჩება ერთიანი უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის სურვილში, მაგრამ არ არის მზად, შეცვალოს ახალი წევრების მიღების წესები, - გამოცემა „უკრინ-ფორმის“ ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ამის შესახებ ვერსალში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურების სამიტზე ჟურნალისტებთან თქვა. „სიტუაცია ასეთია, ევროკავშირის წევრობისთვის არსებობს ძალიან მკაფიო პრინციპები და კრიტერიუმები, არის ეკონომიკური, სამართლებრივი საკითხები, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხები“, - თქვა შოლცმა. მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერმა გაიხსენა ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც უკვე მოქმედია და ის მასშტაბური დახმარება, რომელიც უკრაინას 2014 წლიდან მიეწოდება და არ შეჩერდება; თუმცა პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წევრობის საკითხში კრიტერიუმები თავის როლს ითამაშებენ. კანცლერი აცხადებს, რომ უკრაინამ სწორად უნდა გაიგოს გზავნილი - ევროკავშირი არა მხოლოდ დიდ ინვესტიციას დებს უკრაინის დასახმარებლად, ის მიზანმიმართულად აწესებს სანქციებს, რომლებიც უკვე ურტყამს რუსეთის ეკონომიკას და ექნება დრამატული შედეგები თავად ევროპისთვისაც; ამასთან, ევროპა უკრაინას აწვდის იარაღს თავდაცვისთვის. შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთი არ გახდება ომის მონაწილე, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა კონფლიქტი ნატო-ს ქვეყნებსა და რუსეთს შორის თავიდან იყოს არიდებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გერმანიის კანცლერის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გერმანიის კანცლერის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისში შეფასებების თემაა გერმანიის კანცლერის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მერკელი სტუდენტებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შალვა პაპუაშვილის გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გერმანიის კანცლერის მკაფიო გზავნილი და ბერლინში მიღებული რეზ...
TV IMEDI
სრულად /2030 (15.06.2016.)/
2030 Official
მერკელი - დიდ კონტინენტს, როგორიცაა ევროპა, შეუძლია მისცეს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster