რუსეთის მოთხოვნა

13.05.2022 00:31

„რუსეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან ერთად, მისი ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგაც გამოდის,“ - განცხადება გაერო-ში რუსეთის ელჩის მოადგილემ გააკეთა. დიმიტრი პოლიანსკის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მოწოდებაში მოწინავე ადგილს იკავებს, ამიტომ რუსეთი მასსა და ნატო-ს შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავს. ამ განცხადებას კიევში უკვე გამოეხმაურნენ. მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რუსეთის ნდობა დაუშვებელია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: