დრამატურგთა ევროპული კონკურსი ''საუბარი საზღვრების შესახებ''
02/04/2014
culturegovge culturegovge-ის
მიერ
3 თებერვალს, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, დრამატურგთა ევროპული კონკურსის \"საუბარი საზღვრების შესახებ\" გამარჯვებულები გამოავლინა. მინისტრთან ერთად გამარჯვებულები დააჯილდოვა პროექტის ავტორმა და ხელმძღვანელმა, დოქტორმა ქრისტიან პაპკემ და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის პრეზიდენტმა მანანა ანთაძემ. პროექტი ინიცირებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის მანანა ბერიკაშვილის მიერ.
დრამატურგიულ კონკურსზე საპრიზო ადგილები უპრეცენდენტოდ გადანაწილდა, პირველი პრემიის მფლობელი ორი დრამატურგი გახდა - დათა თავაძე პიესით „ დედა ომი\" და ბასა ჯანიკაშვილი პიესით „ გაბრაზებული ჩიტი\". გამარჯვებულები პირველი და მეორე პრემიისთვის განკუთვნილ ჯილდოს - 3 500 ევროსა და 3 500 ლარს გაინაწილებენ. პიესა „დედა ომი\" გორლიც ციტაუს სახელმწიფო თეატრში, ხოლო ბასა ჯანიკაშვილის პიესა „გაბრაზებული ჩიტი\" ნიუნბერგის სახელმწიფო თეატრში დაიდგმება. გამარჯვებული პიესები გერმანულ ენაზე ითარგმნება, 11 ათასიანი ტირაჟით დაიბეჭდება და გავრცელდება გერმანულენოვან ქვეყნებში. მათი პრეზენტაცია 2014 წლის მარტში, ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე შედგება.
მესამე პრემია ერგო და 2 500 ლარით დაჯილდოვდა ლაშა ბუღაძე, პიესისთვის „26 მაისი\", რომელსაც თეატრის მოყვარულები უნგრეთის თეატრის სცენაზე იხილავენ. სამივე გამარჯვებულ დრამატურგს თუმანიშვილის ფონდის სპეციალური პრიზი - ვაშლი გადაეცა. ფონდის ინიციატივით 8 საუკეთესო პიესა კრებულის სახით გამოიცემა, კრებულში ასევე შევა პიესა „პაემანი წარსულთან\", რომლის ავტორიცაა მსჯავრდებული რუსთავის ქალთა კოლონიიდან. გამარჯვებული პიესები საქართველოს სხვადასხვა თეატრების სცენაზე დაიდგმება.
http://www.culture.gov.ge/
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045