სავარაუდო თაღლითობის ფაქტი გოგელიას კლინიკაში
35-მდე მოქალაქემ ამ წუთამდე არ იცის, რა პრეპარატით აცრეს დღეს დილით. ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში სამართალდამცავები მუშაობენ. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, გამოიყენეს თუ არა მოქალაქეების ასაცრელად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი, როგორც ამას თავად კლინიკაში ამტკიცებენ, თუ საქმე გვაქვს სრულიად სხვა ნივთიერებასთან. გადაყრილი დოკუმენტაცია, ამპულები და გაქცეული პერსონალი - ასეთი სურათი დახვდათ ჯავახიშვილის ქუჩაზე გამოძახების შემდეგ მისულ რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებს. საქმე თაღლითობის მუხლით აღიძრა. ირკვევა, რომ პოლიკლინიკას ვაქცინაციის უფლება საერთოდ არ ჰქონდა, ექიმ გიორგი ჩენდლერს კი, რომელიც აცრებს უშუალოდ ატარებდა, სამედიცინო საქმიანობის უფლება უკვე ერთი წელია შეჩერებული აქვს და საკუთარი სერთიფიკატის გაყალბების გამო პირობითი სასჯელიც აქვს მისჯილი. დაზარალებულ მოქალაქეებს შორის პირველი არხის თანამშრომლებიც არიან. კიდევ ერთი მთავარი დეტალი - ამავე კლინიკაში კოვიდ-ტესტებსაც ატარებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 20 ოქტომბერი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოძიება გოგელიას კლინიკაში სავარაუდო თაღლითობის ფაქტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თაღლითობის სავარაუდო შემთხვევა გოგელიას კლინიკაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინტერვიუ ზაალ კაპანაძესთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თაღლითობის სქემა - განცხადება შსს-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იორაშვილების ოჯახი თაღლითების პირისპირ
მაუწყებელი • Mautskebeli
ქრონიკა 11:00 საათზე - 15 თებერვალი, 2022 წელი
TV IMEDI
დაკავება თაღლითობის ფაქტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster