იორაშვილების ოჯახი თაღლითების პირისპირ

09/29/2023

28 სექტემბერს თბილისში, იოსებიძის #76-დან იორაშვილების ოჯახის ძალადობრივად გამოსახლება სცადეს. ოჯახის ასკოვანი წევრი, რომელსაც შშმ პირის სტატუსი აქვს, შეუძლოდ გახდა და რამდენიმე საათი სადარბაზოში დაწოლა მოუწია, სადაც მას სასწრაფომ დახმარება აღმოუჩინა.

ჟურნალისტების გამოჩენისთანავე აღსრულების პოლიციელები ადგილიდან გაიქცნენ, რა დროსაც ოჯახი სახლში შებრუნდა. სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურას ოჯახმა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მიმართა და დაზარალებულის სტატუსი მიიღო. თაღლითობის დადგენის მიუხედავად, წლების განმავლობაში გაიწელა ბრალის წარდგენის პროცესი, საქმე თაროზე შემოიდო და, ოჯახის აზრით, ახლაც ხელოვნურად ჭიანურდება.

საქმეში არ ფიგურირებს არც ვალი, თუმცა, ოჯახი ეჭვობს, რომ საქმე აქვთ ორგანიზებულ მევახშეებთან, რომლებიც სხვადასხვა გზით ეუფლებიან სახლებს.

ამ შემთხვევაში საუბარია, ბინის ასაკოვანი მეპატრონის ხელმოწერის სავარაუდო გაყალბებაზე, რის შედეგადაც 90-იან წლებში ოჯახისთვის უცხო პირმა ბინა გადაიფორმა. ოჯახმა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ეს პირი ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი იყო. თუმცა, მან ბინა მომდევნო წლებში სხვაზე გადაყიდა.

აღსრულების პოლიცია, სწორედ ამ თაღლითური სქემით სახლს დაუფლებული პირის დაკვეთას ასრულებდა, თუმცა, ოჯახის წინააღმდეგობის შემდეგ, უკან დახევა მოუწიათ.

მარიამ იორაშვილი დეტალურად გვიყვება შემზარავ ისტორიას:

გვიპოვეთ აქ:
Facebook: https://www.facebook.com/mautskebeli.ge
Instagram: https://www.instagram.com/mautskebeli...
Twitter: https://twitter.com/mautskebeli
Web: https://www.mautskebeli.ge/

ვიდეოები „მაუწყებელი • Mautskebeli"-ისგან