ადიქტოლოგია - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის დამოკიდებულების ფენომენს

10.02.2015 12:23

სტუმრები : დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის "ალტერნატივა ჯორჯიას" ხელმძღვანელი დავით ოთიაშვილი და ილიას სახემწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე პროფესორი ნინო ჯავახიშვილი. ადიქტოლოგია - ეს არის დისციპლინა დამოკიდებულების ქცევების შესახებ, რომელიც წამალდამოკიდებულების, სამედიცინო, სოციალურ, ფსიქოლოგიურ და საკანონმდებლო განხრებს აერთიანებს ადიქტოლოგიის სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის ბაზაზე. განსაკუთრებით მოტივირებულ და წარჩინებულ სტუდენტებს მიეცემათ საშუალება, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის კათედრაზე არსებულ ანალოგიურ, ადიქტოლოგიის სამაგისტრო პროგრამაში

გაზიარება: