გიორგი გახარიას და მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბარი
07/28/2020
მხარდამჭერი გზავნილები თუ გაფრთხილება დიპლომატიური მოწოდებების მიღმა - არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციების საგანი ხდება სატელეფონო საუბარი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის შედგა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებიდან ირკვევა, დიალოგმა სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულება მოიცვა, თუმცა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აქცენტი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე კეთდება, რაც „ტვიტერზე“ მაიკ პომპეოს მიერ გამოქვეყნებულ სტატუსშიც მოხვდა. საუბრის თემა იყო მართლმსაჯულებაც, რა დროსაც სასამართლო და საარჩევნო პროცესების პოლიტიზების დაუშვებლობას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი.
თუ ოპოზიციის ნაწილი ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებში ოქტომბრის არჩევნებს გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევს, მმართველ გუნდში მაიკ პომპეოს განცხადებებს საქართველოს მთავრობის მხარდასაჭერად აფასებენ და ამბობენ, რომ მთავარ პარტნიორთან ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება.
პომპეო-გახარიას სატელეფონო საუბარს ეხმაურება კელი დეგნანიც. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის მასშტაბზე აკეთებს აქცენტს და მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.