სასათბურე მეურნეობის დათვალიერება ხობში

17.10.2014 03:52

• 1 მილიონიანი ინვესტიცია

ხობში პრემიერ–მინისტრმა სასათბურე მეურნეობა „თაღლაურას სათბური“ დაათვალიერა, რომელიც ნახევარ ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. სათბური აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სარწყავი სისტემით. საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 მილიონ ლარს შეადგენს.

ჩვენი მთავრობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სოფლის მეურნეობის განვითარებას, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლებამ სააკაშვილი-ბენდუქიძის იდეოლოგიის პირობებში პრაქტიკულად გაანადგურა სოფლის მეურნეობა და მიზანმიმართულად გააღატაკა სოფელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში "თაღლაურას" სასათბურე მეურნეობის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
პრემიერი მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
"ეს არის ქართულ-ჰოლანდიური პროექტი, რომელიც ნახევარ ჰექტარზეა გაშენებული და დღეში ერთი ტონის მოყვანას ახერხებს, რაც უნიკალური რამ არის. კიდევ ერთი სასათბურე მეურნეობა, ქართულ-ებრაული 30 მილიონიან ინვესტიციას წარმოადგენს და იქ 500 ადამიანი დასაქმდება. ეს ქმნის უზარმაზარ პოტენციალს და რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სოფლის მეურნეობა წლების განმავლობაში არ იყო პრიორიტეტი",-განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა "ანკა ფეა ტრეიდის" შესახებაც ისაუბრა, რომელიც შვეიცარიული კომპანიის ინვესტიციითა და სახელმწიფო თანადაფინანსებით შეიქმნა.



საწარმოების რუკა : http://www.apma.ge/maps/

გაზიარება:
Paliani