• 1 მილიონიანი ინვესტიცია
ხობში პრემიერ–მინისტრმა სასათბურე მეურნეობა „თაღლაურას სათბური“ დაათვალიერა, რომელიც ნახევარ ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. სათბური აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სარწყავი სისტემით. საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 მილიონ ლარს შეადგენს.
ჩვენი მთავრობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სოფლის მეურნეობის განვითარებას, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლებამ სააკაშვილი-ბენდუქიძის იდეოლოგიის პირობებში პრაქტიკულად გაანადგურა სოფლის მეურნეობა და მიზანმიმართულად გააღატაკა სოფელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში \"თაღლაურას\" სასათბურე მეურნეობის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
პრემიერი მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
\"ეს არის ქართულ-ჰოლანდიური პროექტი, რომელიც ნახევარ ჰექტარზეა გაშენებული და დღეში ერთი ტონის მოყვანას ახერხებს, რაც უნიკალური რამ არის. კიდევ ერთი სასათბურე მეურნეობა, ქართულ-ებრაული 30 მილიონიან ინვესტიციას წარმოადგენს და იქ 500 ადამიანი დასაქმდება. ეს ქმნის უზარმაზარ პოტენციალს და რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სოფლის მეურნეობა წლების განმავლობაში არ იყო პრიორიტეტი\",-განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა \"ანკა ფეა ტრეიდის\" შესახებაც ისაუბრა, რომელიც შვეიცარიული კომპანიის ინვესტიციითა და სახელმწიფო თანადაფინანსებით შეიქმნა.
საწარმოების რუკა : http://www.apma.ge/maps/