ტრენინგი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე

23.09.2013 01:50

დღეს თელავის საოლქო - საარჩევნო კომისიაში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ტრენინგი ჩატარდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტრენინგ-კურსი „საარჩევნო სისტემების განვითარების", „რეფორმებისა და სწავლების ცენტრი"-ს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიულ დეპარტამენტის ორგანიზებითა და „გაეროს განვითარების პროგრამის" ფინანსური მხარდაჭერით გაიმათა. ტრენინგები, რომლის მიზანი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა, საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და 28 სექტემბრს დასრულდება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1aZxKSQ

გაზიარება: