„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“- საჯარო შეხვედრა 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში

10.05.2017 01:58

67-ე საოლქო საარჩევნო კომიასში პროექტის "ვესაუბრებით ამომრჩეველს" ფარგლებში ბოლო საჯარო შეხვედრა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა აღნიშნული პროექტი ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინა. ამასთან, მან 2016 წლის საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობა მოკლედ შეაჯამა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. „ჩვენ გვქონდა სულ 4 საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე: ანაკლიაში, „ალიანსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რუხსა და ჭითაწყარში. ჩვენ ამომრჩევლებს გავაცანით საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები, მათი უფლებები და შეავსეს ამომრჩეველთა მოსაზრებების ბარათები, რათა მომავალი გეგმები სწორედ ამის საფუძველზე დაგვესახა“, - თქვა მესხმა. არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“თავმჯდომარემ იაგო ფასანძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს დამკვირვებლის უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით ნაკლები ინფორმაცია გააჩნიათ, რის გამოც დამკვირვებლებს საკუთარი ფუნქციის შესრულებაში ხელი ეშლებათ. "ჩვენი სურვილია, რომ ტრენინგებში, რომელსაც ატარებს საარჩევნო კომისიისთვი, მეტი დრო დაეთმოს აღნიშნულ საკითხს“, - თქვა ფასანძემ. მირანდა მესხის განმარტებით, კვალიფიციური კადრების პრობლემა არსებობს და საუბნო საარჩევნო კომისია შერჩეულ კადრებს დაატრენინგებს. მათ გარდა, დაგეგმილია რამდენიმე ტრენინგი საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტისთვის. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ამომრჩეველთა სია
01:13

ამომრჩეველთა სია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“
01:12

„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“

ცენტრალური საარჩევნო კომისია-Cec of Georgia

\"ვესაუბრებით ამომრჩევლებს\"
00:52

"ვესაუბრებით ამომრჩევლებს"

ცენტრალური საარჩევნო კომისია-Cec of Georgia

\"ვესაუბრებით ამომრჩევლებს\" - შემაჯამებელი შეხვედრა ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიაში
02:47

"ვესაუბრებით ამომრჩევლებს" - შემაჯამებელი შეხვედრა ბორჯომის...

ტელეკომპანია ბორჯომი

''ვესაუბრებით ამომრჩევლებს'' - 2018 (აზერბაიჯანულ ენაზე)
00:52

''ვესაუბრებით ამომრჩევლებს'' - 2018 (აზერბაიჯანულ ენაზე)

ცენტრალური საარჩევნო კომისია-Cec of Georgia

\"ვესაუბრებით ამომრჩევლებს\" - ცესკო-ს აქცია ბორჯომში
01:37

"ვესაუბრებით ამომრჩევლებს" - ცესკო-ს აქცია ბორჯომში

ტელეკომპანია ბორჯომი

ვესაუბრებით ამომრჩევლებს - 2022
01:12

ვესაუბრებით ამომრჩევლებს - 2022

ცენტრალური საარჩევნო კომისია-Cec of Georgia

პროექტის \"ვესაუბრებით ამომრჩევლებს\" დასკვნითი შეხვედრა ზუგდიდში
01:36

პროექტის "ვესაუბრებით ამომრჩევლებს" დასკვნითი შეხვედრა ზუგდი...

Radio Atinati

ყველა ვიდეო