ტრენერთა ტრენინგი

09.03.2020 01:24

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ტრენერთა ტრენინგი გაიხსნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები ტრენინგს პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე  გადიან. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სახელმწიფო ინსპექტორმა და ცესკო-ს თავმჯდომარემ და ტრენინგზე მიღებული ცოდნის საარჩევნო პროცესში გამოყენების აუცილებლობაზე ისაუბრეს. მათი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს თითოეული ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა ორივე უწყებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები ტრენინგის გავლის შემდეგ, მიღებულ ცოდნას საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს გაუზიარებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: