„დავუბრუნოთ კინოს მაყურებელი"
საქართველოს 15 რეგიონში რეგიონალური კინოკლუბები დაარსდება. რეგიონებში ალტერნატიული კინოსივრცის შექმნის მიზნით, პროექტს „დავუბრუნოთ კინოს მაყურებელი", ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ორგანიზაცია "კინოკლუბი" ახორციელებს. პროექტის ფარგლებში 12-13 სექტემბერს, ქუთაისში გაიმართა ტრეინინგი რეგიონების მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურების თანამშრომლებისა და კულტურის სექტორის წარმომადგენლებისთვის. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ გაეცნონ მუნიციპალური კინოს პოლიტიკის და კულტურის ობიექტის მარკეტინგის არსს, შეიძინონ შესაბამისი უნარები, რათა შეძლონ მოდერატორის ფუნქციის შესრულება ფილმების ჩვენებებისა და სხვადასხვა კინოღონისძიებების გასამართად. პროექტის საშუალებით, კინომოყვარულებს მიეცემათ შესაძლებლობა თვითრეალიზაციის და ახალი კლუბური მოძრაობის დაარსების, რომელიც დღეს მსოფლიოში აქტუალურია. (ინგლისში-3000, შვეიცარიაში-170, გერმანიაში-950, ხორვატიაში-162, კატალონიაში-45, ჩილე-15, ბრაზილია-10 000, ახალი ზელანდია-2000, ტუნისი-16 და ა.შ.) პროექტის მიზანია საქართველოში გაძლიერდეს კინოსექტორი და მაყურებელი დაუბრუნდეს კინოს. რეგიონებში, სადაც ნაკლებად იყო ხელმისაწვდომი ფილმების ნახვა, გაიზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც საშუალება მიეცემათ ეზიარონ კინოხელოვნებას. http://www.culture.gov.ge http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგისა და პრევენციის საკითხებზ...
Radio Atinati
7 ნოემბრის საქმე - სააკაშვილის სასამართლო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გორში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავუბრუნოთ კოლხური ხოხობი ბუნებას!
საქართველოს რეინჯერთა ასოციაცია
ცოცხს დავუბრუნოთ ცოცხობა! - განკითხვის დღე
რადიო თავისუფლება
რეგიონებში ადამიანებს უფლებები უნდა დავუბრუნოთ, რათა თავად შ...
Girchi • გირჩი
მიხეილ ბატიაშვილი: ჩვენი მიზანი და ამოცანაა სკოლას დავუბრუნო...
TV IMEDI
როგორ გავითეთროთ კბილები
Sazina Tako